იტალიის თასის ყველა 1/4 ფინალისტი უკვე გარკვეულია და ცნობილია ვინ ვის შეხვდება.
პირველ წყვილში ერთმანეთს ფიორენტინა და ბოლონია დაუპირისპირდებიან. ფლორენციელებმა ტურნირიდან პარმა გამოთიშეს, ხოლო ტიაგო მოტას შეგირდები ინტერი დაამარცხეს.
ფიორენტინა-ბოლონიას გამარჯვებული 1/2 ფინალში მილანსა და ატალანტას შორის გამარჯვებულს შეხვდება. როსონერიმ 1/8 ფინალში კალიარისთან იმარჯვა, რაც შეეხება ატალანტას, ბერგამოელებმა სასუოლოს აჯობეს.
კოპა იტალიაზე ვიხილავთ რომაულ დერბისაც. ლაციო, რომელმაც ჯენოა დაამარცხა, რომას დაუპირისპირდება. ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა კრემონეზეს მოუგეს.
რომაელებს შორის უძლიერესი კი 1/2 ფინალურ ეტაპზე იუვენტუსსა და ფროზინონეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტურინელებმა 1/4 ფინალში სალერნიტანა 6-1 გაანადგურეს, ფროზინონემ კი თავის მხრივ დიეგო არმანდო მარადონაზე ნაპოლის აგემა 0-4 მარცხი.
იტალიის თასის 1/4 ფინალური შეხვედრები 9, 10 და 11 იანვარს გაიმართება.