იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • არენა
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ინტერი 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას მადრიდში შეეცდება
ფეხბურთიფეხბურთი

ინტერი 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას მადრიდში შეეცდება

13 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკო მილანის ინტერს მიიღებს. პირველი შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

ატლეტიკო - ინტერი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

პირველი მატჩის შემდეგ ატლეტიკომ 4 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო (ბეტისი), 1 ფრედ ითამაშა (ალმერია), 2-ჯერ კი დამარცხდა (ატლეტიკი, კადისი). მადრიდელები ატლეტიკთან დაპირისპირებაში კოპა დელ რეის გამოეთიშნენ.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ როხიბლანკო ცუდ ფორმაშია და ინტერის დამარცხებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

 

დიეგო სიმეონე: "ჩვენ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით, მაგრამ მე ჩემი მოთამაშეებისა და გუნდის მჯერა და ვიცი, რომ კარგ მატჩს ჩაატარებენ დიდებული მეტოქის წინააღმდეგ. ეს მატჩი ძალიან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და ვინც ამას გამოიჩენს, ის მოიგებს."

 

თავის მხრივ შეუჩერებელია ინტერი, რომელსაც 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს სერია ა-ში კი 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

 

ნერაძური მადრიდში ერთბურთიანი უპირატესობით ჩადის და შეეცდება აღნიშნული ფორა შეინარჩუნოს ან სულაც გაზარდოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

 

სიმონე ინძაგი: "ძალიან რთლი მატჩი იქნება იმ სტადიონზე, სადაც ატლეტიკომ ლა ლიგაში 13 მატჩი მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის ღამეები გამორჩეულია და ჩვენ ამ თავგადასავლის გაგრძელება გვინდა. პირველი შეხვედრის შემდეგ მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ამის დავიწყებას შევეცდებით. სან სიროზე ატლეტიკომ აჩვენა თუ რისი გაკეთება შეუძლია."

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ატლეტიკო - ობლაკი; ლინო, ერმოსო, გაბრიელი, ვიტსელი, მარკოს ლიორენტე; ბარიოსი, კოკე, დე პაული; მორატა, გრიზმანი/დეპაი.

 

ინტერი - ზომერი, პავარი, დე ვრაი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; ტურამი, მარტინესი.

 

მატჩის მთავარი არბიტრი პოლონელი სიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩში იმსაჯა (დორტმუნდი - მილანი, ლაციო - ფეიენოორდი, პსჟ - ნიუკასლი) და მოთამაშეებს ჯამში 19 ყვითელი ბარათი უჩვენა, ამასთან მან 1 პენალტიც დანიშნა.

ატლეტიკო
ჩემპიონთა ლიგა
ინტერი
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფელიქსი: "ატლეტიკოს გულშემატკივრებმა არ იციან, რა მოხდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფელიქსი: "ატლეტიკოს გულშემატკივრებმა არ იციან, რა მოხდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკის ბენეფისი - ბარსელონამ ატლეტიკო გაანადგურა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკის ბენეფისი - ბარსელონამ ატლეტიკო გაანადგურა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შედეგიანი ფრე მილანში - ნაპოლიმ სტუმრად ინტერთან არ წააგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შედეგიანი ფრე მილანში - ნაპოლიმ სტუმრად ინტერთან არ წააგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 მარ, 2024

ფელიქსი: "ატლეტიკოს გულშემატკივრებმა არ იციან, რა მოხდა"

News image

17 მარ, 2024

ლევანდოვსკის ბენეფისი - ბარსელონამ ატლეტიკო გაანადგურა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

News image

17 მარ, 2024

შედეგიანი ფრე მილანში - ნაპოლიმ სტუმრად ინტერთან არ წააგო

News image

17 მარ, 2024

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩისთვის?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება