პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა.
გუნდები ერთმანეთს ზედიზედ მესამე სეზონში დაუპირისპირდებიან.
„რეალთან შეხვედრა? სხვა გზა არც გვაქვს. როგორც ჩანს, უკვე ტრადიციად იქცა.
ზედიზედ სამი წელია, ტურნირის მეფეებს ვეთამაშებით.
იმედია, დაირისპირებას კარგ ფორმაში შევხვდებით, თან მეორე თამაში სახლში გვიწევს. რაც არის, ეგ არის." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.