ესპანურმა არანდინამ რეალს გაუგზავნა ჩამონათვალი, თუ ვისი მაისურების მიღებას ისურვებდნენ გუნდის ფეხბურთელები სათასო მატჩის შემდეგ.
დღეს რეალი და არანდინა ერთმანეთს ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
Marca-ს ინფორმაციით, მატჩის წინ, არანდინამ რეალს გაუგზავნა ფეხბურთელთა გვარები, რომელთა მაისურების მიღებასაც მათი მოთამაშეები ისურვებდნენ.
განაცხადში მყოფი 22 ფეხბურთელიდან ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩის მაისური ჭარბობს - 9, სამმა ფეხბურთელმა მოითხოვა ჯუდ ბელინგემის მაისური, ორმა - ტონი კროოსის და როდრიგოსი.
