დორტმუნდის ბორუსიამ პსვ ეინდჰოვენი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გერმანულმა გუნდმა 2-0 მოიგო. ერთი გოლი მატჩის სტარტზე, მეორე კი ბოლოს გავიდა.
მე-3 წუთზე ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, 95-ე წუთზე კი დორტმუნდის 1/4 ფინალში გასვლას ბეჭედი მარკო როისმა დაუსვა.
გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში პსვ 3-1 დაამარცხეს და სიკვდილის ჯგუფის შემდეგ ეს ეტაპიც დაძლიეს.
აღსანიშნავია, რომ ბორუსიას უკვე ჩემპიონთა ლიგის 9 მატჩია სიგნალ იდუნა პარკზე არ წაუგია.