კრისტოფერ ნკუნკუ ტრავმის გამო ჩელსის გარკვეული პერიოდი კვლავ ვერ დაეხმარება.
მაურისიო პოჩეტინოს თქმით, ფრანგი 3-4 კვირა ვერ მოახერხებს გუნდის დახმარებას.
"ეს მისთვის ძალიან რთულია. პრესეზონზე დაფრინავდა, შემდეგ კი მუხლის ტრავმა მიიღო. იმედია, 1 თვეზე მეტს არ გამოტოვებს." - უთხრა ჟურნალისტებს ჩელსის მწვრთნელმა.
ნკუნკუმ ლონდონელთა ბოლო 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა, მანამდე კი სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.