იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • არენა
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ნიუკასლს უმასპინძლებს
ფეხბურთიფეხბურთი

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ნიუკასლს უმასპინძლებს

11 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის 28-ე ტურს ჩელსისა და ნიუკასლის დაპირისპირება დახურავს.

 

ჩელსი - ნიუკასლი (23:59) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

ჩელსის ამ შეხვედრაში მცველები ბენ ჩილუელი და ლევი კოლუილი დააკლდება.

 

კონორ გალასერს ვირუსი აქვს და ამის გამო მისი თამაში საეჭვოა, ლურჯებს კვლავ ვერ დაეხმარებიან კარნი ჩუკვუემეკა, რის ჯეიმსი, ბენუა ბადიაშილი და კრისტოფერ ნკუნკუ.

 

ნიუკასლის მხრიდან მატჩს გამოტოვებს კირან ტრიპიე. ლუის ჰოლი, რომელიც იჯარის წესით სწორედ ჩელსიდანაა განათხოვრებული, კონტრაქტის გამო ვერ ითამაშებს. კალუმ უილსონი, ჟოელინტონი და ნიკ პოუპი კი კვლავ დიდხნიანი ტრავმის გამო უქმობენ.

 

ჩელსი

 

ჩელსიმ ყველა ტურნირზე სახლში ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (8 მოგება, 3 ფრე).

 

ლურჯებს პრემიერ ლიგაშვი სახლში მარტის თვეში 2001 წლის შემდეგ არ წაუგია (37 მატჩი).

 

კოულ პალმერმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებულ 18 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა). 

 

პალმერს ყველაზე მეტი გოლი და საგოლე გადაცემა აქვს ჩელსის 21-წლამდე მოთამაშეებს შორის.

 

ნიუკასლი

 

ნიუკასლმა პრემიერ ლიგაში ბოლო 8 გასვლითი შეხვედრიდან 6 წააგო და მხოლოდ 2 მოიგო.

 

კაჭკაჭებმა გასვლით შეხვედრებში 29 გოლი გაუშვეს, რაც შეფილდ იუნაიტედის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

 

10 გასვლითი მატჩია გუნდს კარი მშრალად არ შეუნახია.

 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ნიუკასლის შეხვედრებში საშუალოდ 3.8 გოლი გადის, რაც ყველა გუნდის შედეგზე მეტია.

 

ედი ჰაუს ჩელსისთან ბოლო 7 პრემიერლიგური მატჩიდან 4 მოგებული აქვს (2 ფრე, 1 წაგება).

 

ენტონი გორდონს შეუძლია გახდეს ნიუკასლის პირველი მოთამაშე, რომელიც ჩელსის ზედიზედ 3 შეხვედრაში გაუტანს.

 

გორდონს პრემიერ ლიგის ამ სეზონში 27 თამაშში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. 

 

ურთიერთშეხვედრები

 

ჩელსის პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებული 28 მატჩიდან ნიუკასლთან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (20 მოგება, 7 ფრე).

 

ლურჯებს ჩემპიონატში ნიუკასლთან ორივე მატჩის მოგება 1986-87 წლების შემდეგ პირველად შეუძლიათ.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ჩელსი (4-2-3-1): სანჩესი; გუსტო, დისასი, სილვა, კუკურელია; კაისედო, ფერნანდესი; სტერლინგი, პალმერი, მუდრიკი; ჯექსონი.

 

ნიუკასლი (4-3-3): დუბრავკა; ლივრამენტო, შარი, ბოტმანი, ბარნი; უილოკი, გიმარაეში, ლონგსტაფი; მერფი, ისაკი, გორდონი.

 

მატჩს ჯონ ბრუკსი განსჯის, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში მოთამაშეებს ჯამში 73 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 4 პენალტი დანიშნა.

ჩელსი
ნიუკასლი
პრემიერ ლიგა
პრევიუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეტკლიფი: "გვირჩევნია, შემდეგი მბაპე ვიპოვოთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეტკლიფი: "გვირჩევნია, შემდეგი მბაპე ვიპოვოთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედის ახალი მფლობელი: "ვინ მინდა რომ პრემიერ ლიგა მოიგოს? ყველა მეზიზღება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედის ახალი მფლობელი: "ვინ მინდა რომ პრემიერ ლიგა მოიგოს? ყველა მეზიზღება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი არნოლდის სიტუაციას აკვირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი არნოლდის სიტუაციას აკვირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოტინგემს ქულები დააკლდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოტინგემს ქულები დააკლდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 მარ, 2024

რეტკლიფი: "გვირჩევნია, შემდეგი მბაპე ვიპოვოთ"

News image

19 მარ, 2024

იუნაიტედის ახალი მფლობელი: "ვინ მინდა რომ პრემიერ ლიგა მოიგოს? ყველა მეზიზღება"

News image

22 მარ, 2024

რეალი არნოლდის სიტუაციას აკვირდება

News image

18 მარ, 2024

ნოტინგემს ქულები დააკლდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება