იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • არენა
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბელინგემის არყოფნაში, რეალისთვის მატჩის მოგებას ვინი და როდრიგო შეეცდებიან
ფეხბურთიფეხბურთი

ბელინგემის არყოფნაში, რეალისთვის მატჩის მოგებას ვინი და როდრიგო შეეცდებიან

16 მარ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის რეალი პამპლონაში ოსასუნას ეწვევა.

 

შეხვედრა 19:15 საათზე სტადიონ ელ სადარზე გაიმართება.

 

 

კარლო ანჩელოტის გუნდმა თავისი ერთადერთი მარცხი ლა ლიგის ამ სეზონში შორეულ მეექვსე ტურში, სტუმრად ატლეტიკოსთან იწვნია და მას შემდეგ უკვე 22-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.

 

ამ პერიოდში მადრიდელებმა 16 შეხვედრა მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს, რაც სატურნირო ცხრილში უპირობო ლიდერობაში გამოისახა - გუნდი უახლოეს მდევარ ჟირონას შვიდით, ხოლო ბარსელონას რვა ქულით უსწრებს.

 

დღევანდელ შეხვედრაში რეალს უკვე ტრადიციულად ალაბა, კურტუა და მილიტაო ვერ დაეხმარებიან, ასევე დისკვალიფიკაციას იხდის ჯუდ ბელინგემიც, რომლის დაბრუნებასაც მომდევნო ტურიდან ელოდებიან.

 

ბოლო დროს ოსასუნაც არ არის ცუდ ფორმაში - გუნდს ბოლო ხუთ მატჩში სამი მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს და ის ერთი მარცხიც წინა ტურში ერთ-ერთ ლიდერ ჟირონასთან იგემა.

 

საკუთარ კედლებში ოსასუნას რეალი ბოლოს 2011 წლის იანვარში ჰყავს დამარცხებული (1:0). მას შემდეგ, გუნდებმა ელ სადარზე 9 მატჩი ჩაატაარეს, საიდანაც რეალმა 6 მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.

 

რეალს ბოლო 2 გასვლითი მატჩი ფრედ აქვს დასრულებული - ვალენსიასთან (2:2) და რაიოსთან (0:0).

 

ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან რეალმა 6 მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა. უკანასკნელად ზედიზედ 3 სტუმრად გამართულ მატჩში ბლანკოსმა ფრე 2017/18-სეზონში ითამაშა.

 

ბელინგემის შემდეგ (რომელიც მატჩს გამოტოვებს) რეალის საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგაში ვინისიუსია - 10 გოლით და 4 საგოლე პასით, მეორე ადგილს კი 8 გოლით და 5 ასისტით როდრიგო იკავებს. სწორედ ეს ორი იქნება დღეს რეალისთვის შეტევის მთავარი იმედი.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ოსასუნა: ერერა, უნაი გარსია, კატენა, ჰერანდო, არესო, მონკაიოლა, ტორო, გომესი, მოხიკა, რუბენ გარსია, ბუდიმირი

 

რეალი: ლუნინი, კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი, ჩუამენი, კამავინგა, ბრაჰიმი, როდრიგო, ვინისიუსი.

ოსასუნა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლაპორტა: "რეალის არ მშურს, მბაპე გასახდელში სიტუაციას არევს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: "რეალის არ მშურს, მბაპე გასახდელში სიტუაციას არევს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონფლიქტი ბაიერნსა და დევისს შორის - ფეხბურთელი რეალს უახლოვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონფლიქტი ბაიერნსა და დევისს შორის - ფეხბურთელი რეალს უახლოვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კროოსი რჩება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კროოსი რჩება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 მარ, 2024

ლაპორტა: "რეალის არ მშურს, მბაპე გასახდელში სიტუაციას არევს"

News image

28 მარ, 2024

კონფლიქტი ბაიერნსა და დევისს შორის - ფეხბურთელი რეალს უახლოვდება

News image

27 მარ, 2024

კროოსი რჩება

News image

25 მარ, 2024

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება