ბარსელონასთან პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-ს აშრაფ ჰაკიმი გამოაკლდება.
მაროკოელი მცველი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს - მას ტურნირზე უკვე სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
შესაბამისად, პირველ შეხვედრაში, რომელშიც პსჟ ბარსას საკუთარ კედლებში უმასპინძლებს, პარიზულ გუნდს წამყვანი მარჯვენა მცველი გამოაკლდება.