მიუნხენის ბაიერნი გალათასარაის ფრანგი მარჯვენა მცველის, საშა ბოეს ტრანსფერზე მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბავარიულმა კლუბმა თურქულს 15 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა.
ამ თანხის სანაცვლოდ გალათასარაის გაყიდვაზე დაყოლიება რთული იქნება, თუმცა მხარეებს შორის კონტაქტი გრძელდება უფრო მეტად სიტყვიერი საუბრის სტილში, ვიდრე ოფიციალური მოლაპარაკებების.
ამ ეტაპზე, სტამბოლური კლუბი ფეხბურთელს 22-23 მილიონ ევროდ აფასებს.