მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ არსენალის გულშემატკივრებზე ისაუბრა:
"მადლობა არსენალის გულშემატკივრებს. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს. მათ განსაკუთრებული ენერგია მოგვანიჭეს, ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. იქ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ არსენალმა პორტუ პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.