არსენალში უარყოფენ, რომ პორტოსთან საპასუხო მატჩში, მიკელ არტეტამ სტუმართა მწვრთნელს შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც სერჟიუ კონსეისაომ მატჩის შემდეგ განაცხადა, არტეტამ შეურაცხყო მისი ოჯახის წევრი, რომელიც ცოცხალი აღარაა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, არსენალიც და კონკრეტულად მიკელ არტეტას კონსეისაუს შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
გუშინდელ შეხვედრაში არსენალმა პორტოს პენალტების სერიაში აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა.