არსენალმა ბაიერნთან ბოლო 3 გამართულ შეხვედრაში 15 გოლი გაუშვა.
დღევანდელი კენჭისყრის შედეგად ეს ორი გუნდი ერთმანეთს ლიგის მეოთხედფინალში შეხვდება.
გუნდებს შორის გამართული ბოლო სამი მატჩი ბაიერნმა ერთნაირი გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 მოიგო.
2015/16-სეზონში გუნდები ჯგუფში შეხვდნენ ერთმანეთს, არსენალმა მე-3 ტურში 2:0 მოიგო, მეოთხეში კი ბაიერნმა 5:1 იმარჯვა.
მომდევნო სეზონში გუნდების გზები უკვე მერვედფინალში გადაიკვეთა და ორივე შეხვედრა ბაიერნმა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და ორი მატჩის ჯამში 10:2 იმარჯვა.