• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მომენტები
ფეხბურთიფეხბურთი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მომენტები

19 დეკ, 2022 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ისტორიაში
 

მესი მბაპე ფინალიცხადია, ნებისმიერი მუნდიალის მთავარი დღე მისი კულმინაციაა. წლევანდელი ფინალი კი ისტორიაში შევა, როგორც არამარტო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი. ძალიან დიდი ხანია, მაყურებელი ფინალებში ბევრი გოლის ნახვას გადაეჩვია - გამონაკლისია სწორედ წინა მსოფლიოს ფინალი, სადაც ასევე 6 გოლი გავიდა. თუმცა 2018 წლის ფინალს წლევანდელისგან ინტრიგის და დაძაბულობის ნაკლებობა განასხვავებს. საფრანგეთი ცალსახა ფავორიტი იყო და თამაშიც საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო. წლევანდელი ფინალი კი სავსე იყო დრამატული მომენტებით და სათამაშო უპირატესობის ცვალებით.


მბაპეს ბენეფისი

მბაპე ოქროს ბუციმიუხედავად ფინალში მარცხისა, მბაპეს ეს ტურნირი დიდ პლუსად უნდა ჩავუწეროთ. ფრანგი ტურნირის ბომბარდირი გახდა და მუნდიალების ისტორიაში საერთო ჯამში 12 გოლი მოუგროვდა. სიას ლიდერობს მიროსლავ კლოზე 16 გატანილი გოლით, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მბაპე სულ რაღაც 23 წლისაა და წინ კიდევ არაერთი მუნდიალი ელის, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ კარიერის ბოლოს ის სიის სათავეში მოექცევა.
მბაპე ასევე მოხვდა გოლს + ასისტი სისტემის ათეულში, კერძოდ კი მერვე ადგილზე (15 ქულით). პირველ ადგილს ლიონელ მესი და მიროსლავ კლოზე იყოფენ, 21-21 ქულით. მესისთვის ეს უდიდესი ალბათობით ბოლო მუნდიალი იყო, შესაბამისად, დიდია შანსი, მბაპე ამ სიის სათავეშიც მოექცეს.


ირანელების თავგანწირვა

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მუნდიალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირანელი ფეხბურთელებისთვის. ირანის თეოკრატიული ხელისუფლება ნებისმიერს, ვინც კი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს, დაუნდობლად უსწორდება. განსაკუთრებით მძიმედ საქმე ქალთა უფლებების დაცვას ეხება.
ირანის ფეხბურთელებმა თავისი პირველი მატჩის დროს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამას მოჰყვა ირანის ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთელებსა და მათ ოჯახებზე მუქარები.
ასეა თუ ისე, ცივილიზებული მსოფლიოს დიდი ნაწილი ირანელი ფეხბურთელების გამბედაობით აღტაცებული დარჩა. თუმცა ჯერ უცნობია, როგორ მორჩება და კიდევ რა “სასჯელი” ელით ირანელ ფეხბურთელებს.



იაპონელი ქომაგები
დასუფთავება, სტადიონი ფანები
იაპონია და მისი ქომაგები უკვე მუნდიალის ერთ-ერთ ტრადიციულ რუბრიკადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თამაშის შემდგომ სტადიონის დასუფთავების ფოტოები ინტერნეტში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და საფეხბურთო (და არამარტო) ფანებს ამ სანახაობით აღფრთოვანება ალბათ არასოდეს გაგვინელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს თავი იაპონელმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს. მათ ამ მუნდიალზე ორი სენსაცია შემოგვთავაზეს - დაამარცხეს რა გერმანია და ესპანეთი. ეს ჯგუფი საყოველთაოდ იყო აღიარებული სიკვდილის ჯგუფად და ფაქტობრივად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი საფეხბურთო გიგანტი ქვეყნის ჯგუფიდან პლეიოფში სწორედ იაპონია გავიდოდა.



სენსაციები
სენსაცია ბრაზილია
წლევანდელი მუნდიალი მოულოდნელობებით იყო სავსე. ჩვენ უკვე ვახსენეთ იაპონიის გმირობა, რომელმაც სიკვდილის ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.
მაგრამ ამის გარდა, იყო კიდევ უამრავი სენსაცია. ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო საუდის არაბეთის მიერ დამარცხებული არგენტინა. ამ თამაშის მერე ბევრმა არგენტინა ჩამოწერა, მაგრამ გუნდმა ძალების მობილიზება მოახერხა და გუნდმა ყველა მომდევნო თამაში ისე ითამაშა, როგორც ფინალი (სწორედ ასე განაცხადა მესიმ). საუდის არაბეთის სენსაციური გამარჯვებამ შეიძლება გაგვახსენოს 2010 წლის მუნდიალის სენსაციაც, როცა პირველ თამაშში შვეიცარიამ ტურნირის ფავორიტი ესპანეთი დაამარცხა. ესპანეთმაც, ამ პირველი მარცხის მიუხედავად მუნდიალის მოგება მაინც შეძლო.

უდიდესი სენსაცია და მიღწევა იყო მაროკოს ნახევარფინალიც. აფრიკული გუნდებისთვის ეს აქამდე მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა - მაროკო გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელმაც ეს შეძლო.
მაროკო სენსაცია

ძალიან მტკივნეული იყო ბრაზილიის მოულოდნელი მარცხი ხორვატიასთან. ხორვატიამ, ამ თაობაშიც და ისტორიულადაც დაიმსახურა, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთან იყოს. თუმცა ხორვატიის ეს შემადგენლობა გადაბერებული და ნაკლებად “დამშეული” იყო. სელესაოს ნაკრები კი პირიქით, მუნდიალის დასაწყისამდე ის ალბათ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა - ყოველ შემთხვევაში, უმეტესობის აზრით. ბრაზილიამ ბრწყინვალედ დაიწყო, მეოთხედფინალამდე ის კითხვის ნიშნების გარეშე და ულამაზესი ფეხბურთის თამაშით მივიდა. ხორვატიასთან მატჩში კი სრულიად სხვა სანახაობა ვიხილეთ. ეს მარცხი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო ბრაზილიელი ქომაგების თვალში.

რონალდოს დასასრული
მსოფლიო რონალდო კარიერის დასასრული2022 წლის მუნდიალს გაფაციცებით მხოლოდ მესის გულშემატკივრები არ ელოდნენ. ეს მსოფლიო ბოლო უნდა ყოფილიყო კრიშტიანუსთვისაც. თუმცა, არგენტინელისგან განსხვავებით, პორტუგალიელის მუნდიალი ზღაპარივით ლამაზად არ დასრულებულა. პორტუგალიამ იწვნია სენსაციური მარცხი მაროკოსგან და მუნდიალს მეოთხედფინალში დაემშვიდობა. პორტუგალიელმა ლეგენდამ კი პლეიოფების უდიდესი ნაწილი სკამზე გაატარა.
მართალია პორტუგალიელ გულშემატკივრების რიგებში დიდი განხეთქილებაა იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა რონალდოს ძირითადში ადგილი, თუმცა ალბათ იმაზე ყველა თანხმდება, რომ პორტუგალიელი თავისი ქვეყნისგან მეტს იმსახურებდა. ყოველ შემთხვევაში ისეთ დასასრულს არა, როგორც მისი ლეგენდარული სანაკრებო კარიერა დასრულდა.


ლეო მესი და მსოფლიო თასი!
მესი მსოფლიო ჩემპიონიცხადია, მუნდიალის მთავარი მოვლენა მესის თასით ხელში ხილვა იყო. არგენტინის გარდა, მესის მილიონობით სხვა გულშემატკივარიც ჰყავს და მათთვის ეს მუნდიალი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი: როგორც იქნა, მესი თასით ხელში გვენახა!
მესი ბევრის აზრით მუნდიალის ტიტულის გარეშეც იმსახურებდა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, თუმცა ამ თასით მან თავის ფანტასტიკურ კარიერას საბოლოო და პაზლის მთავარი დეტალი შეჰმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვების გარდა, მესიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა.
მან გაიმეორა მიროსლავ კლოზეს რეკორდი გოლს + ასისტის კომპონენტში. გერმანელი ამ სიას ერთპიროვნულად ლიდერობდა (16 გოლი + 5 ასისტი). არგენტინელსაც ამ მუნდიალზე გატანილი 7 გოლითა და 3 ასისტით სწორედ 21 ქულა მოუგროვდა.
ასევე, მესი გახდა მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა მუნდიალების ისტორიაში. ფინალი მისთვის 26-ე მატჩი იყო და მან გადაასწრო ლეგენდარულ გერმანელს, ლოთარ მათეუსს, რომელიც სიას 25 მატჩით ლიდერობდა.

პ.ს. ბევრისთვის მოულოდნელად, როგორც მესიმ განაცხადა, ის სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს და თამაში ჩემპიონის რანგშიც სურს. რთული სათქმელია მოასწრებს თუ არა არგენტინის 10 ნომერი კიდევ ერთ დიდ სანაკრებო ტურნირს, მაგრამ მისი გულშემატკივრებისთვის ეს ამბავი მაინც სასიხარულო უნდა იყოს. მთავარია, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით არგენტინელ ჯადოქარს კიდევ ვიხილავთ!

არგენტინა
ბრაზილია
მბაპე
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მესი: "არ აქვს მნიშვნელობა, კარიერის დასრულების დროისთვის რამდენი წლის ვიქნები"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი: "არ აქვს მნიშვნელობა, კარიერის დასრულების დროისთვის რამდენი წლის ვიქნები"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: "კოპა ამერიკაზე მონაწილეობა ამ ეტაპზე გარანტირებული მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: "კოპა ამერიკაზე მონაწილეობა ამ ეტაპზე გარანტირებული მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუკეთესო ბრაზილიელი შემტევები - რონალდო მეორეა [ტოპ 10]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუკეთესო ბრაზილიელი შემტევები - რონალდო მეორეა [ტოპ 10]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 მარ, 2024

მესი: "არ აქვს მნიშვნელობა, კარიერის დასრულების დროისთვის რამდენი წლის ვიქნები"

News image

28 მარ, 2024

სკალონი: "კოპა ამერიკაზე მონაწილეობა ამ ეტაპზე გარანტირებული მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს"

News image

25 მარ, 2024

საუკეთესო ბრაზილიელი შემტევები - რონალდო მეორეა [ტოპ 10]

News image

25 მარ, 2024

"უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა" - ვინისიუსმა ცრემლები ვერ შეიკავა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება