ლონდონის ჩელსი ზაფხულში 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი საუდის ლიგის საფეხბურთო საკითხების დირექტორს, მაკლ ემენალოს შეხვდა და სავარაუდოდ, პოტენციური ტრანსფერები განიხილა.
გასულ წელს ლონდონელები საუდურ კლუბებს რომელუ ლუკაკუს სთავაზობდნენ, თუმცა ფორვარდმა ევროპის დატოვებაზე უარი თქვა და იჯარით რომას მიაშურა. გამოცემა იტყობინება, რომ ჩელსი ლუკაკუს არაბეთში გაყიდვას 2024-შიც შეეცდება, მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც არის მითითებული - 37 მილიონი ევრო.
ემენალოს ჩელსიში შვიდი წელი აქვს ნამუშევარი და თავის დროზე ანდერლეხტიდან მის ჩელსიში პირველ მიყვანაში უშუალო მონაწილეობას იღებდა.
ლუკაკუს გარდა, კლუბს ასევე სურს მეკარე კეპა არისაგაბაგას, მცველების: ტრევორ ჩალობას და მარკ კუკურელიას და ფორვარდის არმანდო ბროიას გაშვებაც. ასევე, გაურკვეველია კონორ გალაჰერის მომავალიც, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2025-მდე აკავშირებს.