მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის კარაბაო თასის 1/16 ფინალში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ქვეყნის ჩემპიონ მანჩესტერ სიტის ესტუმრა.
შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლამ მატჩზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
უოტფორდის რიგებში მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე დასვენების მიზნით თადარიგში დატოვა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე გამოჩნდა, როცა პირველ ტაიმში გატანილი დოკუს და ნუნიესის გოლებით სიტი უკვე 2:0-ს იგებდა.
გამოყოფილი დრო გიორგისთვის საგოლე პასისთვის საკმარისი აღმოჩნდა - 86-ე წუთზე მან ასისტით თანაგუნდელს გაატანინა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა დარჩენილ დროში უოტფორდმა მეტი ვეღარაფერი მოახერხა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებას გამოეთიშა.
ჩაკვეტაძემ მოედანზე გატაარებულ ნახევარ საათში SofaScore-სგან 7.0 შეფასება მიიღო.
ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბურთს 19-ჯერ შეეხო, 12-დან 10 ზუსტი პასი შეასრულა, 4 ორთაბრძოლიდან 2 მოიგო და ერთი დარტყმა დაუბლოკეს. სდსდფ
G
Gela gelashvili
კომენტარები