-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო კლუბ ემპოლის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ საბა საზონოვმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მცველმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესი დაიზიანა.
მოთამაშე რეაბილიტაციის პროცესს დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დაიწყებს.
ემპოლი ტრავმის სიმძიმეზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა როგორც იტალიურ პრესაში ვკითხულობთ, ქართველი მცველისთვის შესაძლოა სეზონი სექტემბერში დასრულდეს.
საზონოვი ემპოლის ტორინოდან იჯარის წესით შეუერთდა და ჯერ ტოსკანურ კლუბში სადებიუტო მატჩიც არ ჩაუტარებია. ახლა კი მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მისი დებიუტი დიდი ხნითაც გადაიდოს.
კომენტარები