მაურისიო პოჩეტინომ უპასუხა შეკითხვას, რატომ ვერ ხვდება მიხაილო მუდრიკი ჩელსის სასტარტოში.
ნიუკასლთან გუშინდელ მატჩში უკრაინელი შემტევი მოედანზე 71-ე წუთზე გამოვიდა და 76-ზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
- რა უნდა გააკეთოს მუდრიკმა, რომ რამდენიმე მატჩი სასტარტოში გადააბას?
„ძალიან კარგი გოლი გაიტანა, მართლა ძალიან. სწორედ ამას ველით ფეხბურთელისგან, რომელიც სკამიდან შემოდის - გავლენას.
თუმცა, ეს შეკითხვა უფრო მას უნდა დაუსვათ, ვიდრე მე. იგივე პოზიციის სხვა ფეხბურთელებთან კონკურენციაა მოსაგები და სასტარტოში ადგილს დამსახურება უნდა.
2024 წელს მუდრიკი ჩელსის სასტარტოში პრემიერ ლიგის არცერთ მატჩში არ მომხვდარა, უკანასკნელად ის ძირითადში დეკემბერში, კრისტალ პალასთან შეხვედრაში მოხვდა და იმ თამაშშიც გოლი გაიტანა.