მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰანსი ფლიკმა მონაკოსთან გამპერის თასზე წაგებული (0:3) მატჩი შეაფასა.
„პირველ წუთებში კარგად ვთამაშობდით, მომენტებსაც ვქმნიდით. მაგრამ საერთო ჯამში, დღეს კონტროლი, თავდაჯერება, სისწრაფე და პასების სიზუსტე დაგვაკლდა. მეორე ნახევარში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ვერ შევძელით.
საუკეთესო თამაში ნამდვილად არ გვქონია. არასწორად ვაკეთებდით იმ ყველაფერს, რაც აშშ-ს ტურნეში კარგად გამოგვდიოდა. ვალენსიას წინააღმდეგ სრულიად განსხვავებულად ვითამაშებთ.
ასეთ დღეს, როგორიც ახლა გვქონდა, შეგვიძლია გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ სწორედ და რა არასწორად, შემდეგ კი ამაზე ვარჯიშებზე ვიმუშავოთ.
დანი ოლმო ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელიც გვჭირდება. მას გოლებიც გააქვს და თამაშში გარდატეხა შეაქვს." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
G
Gela gelashvili
კომენტარები