3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული გამოცემა L'Equipe საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
2022 წლის ზაფხულში, პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებიდან სულ რაღაც ორ თვეში, კილიან მბაპე პარიზული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო დარჩა და გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა.
ფრანგი ფეხბურთელის შეძენა ლივერპულმა სცადა, რომელმაც ფრანგს მრავალწლიანი კონტრაქტი და მომავალში რეალში წასვლის შესაძლებლობა შესთავაზა, რასაც თავად მბაპე დათანხმდა.
პსჟ-ს მერსისაიდელებმა მბაპეს სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა პსჟ-მ ორმაგი თანხა, კერძოდ კი 400 მილიონი ევრო მოითხოვა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა.
იმ ზაფხულს ლივერპულმა მბაპეს ნაცვლად დარვინ ნუნიესი დაიმატა, კილიანმა კი ორი წლის შემდეგ რეალს თავისუფალი აგენტის სტტუსით მიაშურა.
კომენტარები