მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
შონ ო'მალიმ დაადასტურა, რომ მისი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გაიმართება.
"მერაბი შემდეგია. თქვენი სურვილი ასრულდება. ბევრმა თქვა, რომ მას გავურბივარ. ამ პატარა კაცს არ გავურბივარ. მომწონს ეს დაპირისპირება, ბევრი გზა არსებობს მოსაგებად. ველოდები ამ ბრძოლას. მას არასდროს გავურბოდი, უბრალოდ მასთან დაპირისპირებით დაინტერესებული არ ვიყავი." - განაცხადა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა.
როგორც ჩანს, მერაბ დვალიშვილის სატიტულო ბრძოლა უკვე გარანტირებულია და ქართველი მებრძოლი ქამრის მოპოვებას ამერიკელთან დაპირისპირებაში შეეცდება.
კომენტარები