მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ თავის სტრატეგიაზე ისაუბრა.
"მერაბს 100%-ით გავუხსნი ჭრილობას, მიუხედავად იმისა, მორჩენილი აქვს თუ არა. დაზიანება მარცხენა თვალთან აქვს და ჩემი მარჯვენა მას აუცილებლად მოხვდება.
არ ვიცი, როგორ მოურჩება ეს დაზიანება, ასეთი ჭრილობა არასდროს მქონია და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მას დავუმიზნებ.
შეიძლება ჭრილობამდე მას ცხვირში მოხვდეს, მისი ცხვირი სახის 85%-ს იკავებს, ამიტომ შევეცდები ცხვირში და ჭრილობაზე მოვარტყა." - განაცხადა ამერიკელმა.
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლა ახლოვდება. 15 სექტემბერს, ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი შეეცდება ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს და UFC-ის მორიგი ქართველი ჩემპიონი გახდეს.
G
Gela gelashvili
კომენტარები