მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავი ერნანდესის და ჟოან ლაპორტას კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი გაირკვა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ჩავის მომავალი სეზონისთვის ლევანდოვსკისგან განსხვავებული ტიპის ცენტრფორვარდის ხილვა უნდოდა.
კერძოდ, ესპანელ სპეციალისტს ჟირონას უკრაინელი თავდამსხმელი, არტემ დოვბიკი მოსწონს და სურდა, რომ კლუბს ლევანდოვსკი გაეყიდა და მის ნაცვლად სწორედ დოვბიკი მოეყვანა.
თუმცა, ლევანდოვსკის აგენტი არის პინი ზაჰავი - ჟოან ლაპორტას დიდი მეგობარი. ამის გამო, პრეზიდენტს პოლონელის გაყიდვის იდეა სულაც არ ხიბლავდა.
თავის მხრივ, ლევანდოვსკის გაყიდვის იდეას არც კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუც ემხრობოდა. ეს უთანხმოება ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც ლაპორტამ ჩავის გაშვება და მის ნაცვლად ფლიკის დანიშვნა გადაწყვიტა.
ტესტი ტსეტი ტსეტი
G
Gela gelashvili
კომენტარები