მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში ნაპოლი კალიარის ესტუმრა და მეტოქე 0-4 გაანადგურა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 74 წუთი გაატარა, რა დროშიც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ დღეს იტალიის ჩემპიონატში 50-ე ქართული გოლი გაიტანა.
ეს 50 გოლი სულ 4 მოთამაშის ანგარიშზეა. 13 გოლის გატანა კახა კალაძემ შეძლო, რომელმაც 12 ბურთი მილანის მაისურით მიითვალა, ერთი კი ჯენოასი. 11 გოლი გაიტანა სერია ა-ში ლევან მჭედლიძემ. ქართველმა თავდამსხმელმა 10 ბურთი ემპოლის შემადგენლობაში შეაგდო, ერთი კი პალერმოს მაისურით. ერთი გოლი კი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა, რომელმაც კრემონეზეში მოახერხა თავის გამოჩენა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მან იტალიის ჩემპიონატში ნაპოლის მაისურით 25-ე გოლი გაიტანა და ჯამში 50-ე ქართული გოლის ავტორი გახდა სერია ა-ში.
კომენტარები