მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში აპოელმა სლოვან ბრატისლავას უმასპინძლა.
კვიპროსელებმა პირველი შეხვედრა 2-0 დათმეს და საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ევალებოდათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს და თამაში უგოლო ფრედ (0-0) დასრულდა.
ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველი მცველები - ლაშა დვალი და გურამ კაშია, რომლებმაც შეხვედრა სრულად ჩაატარეს.
კაშიამ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ ორმატჩიანი დუელი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტნის გამარჯვებით დასრულდა და ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გავიდა.
სლოვაკური გუნდი ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობას დანიურ მიდტიულანდთან გაარკვევს, რომელმაც უნგრულ ფერენცვაროშს სძლია. გუნდებს შორის პირველი მატჩი 20 აგვისტოს დანიაში გაიმართება, 27 აგვისტოს კი სლოვანი საკუთარ მოედანზე მიიღებს მეტოქეს.
გურამ კაშია ევრო 2024-ზე მოხვედრის შემდეგ ახლოსაა, რომ კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს.
G
Gela gelashvili
კომენტარები