მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ლივერპული და ვალენსია საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან და მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი, რაც გადახდის პირობებს შეეხება.
ლივერპული მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ვალენსიას კი მომავალი ტრანსფერიდან სარგებელი შეხვდება. ქართველი მინიმუმ 1-წლიანი იჯარის წესით ღამურებში დარჩება.
2024/25 წლების სეზონში ლივერპულის მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი იქნება, შემდეგ კი მერსისაიდელებს ქართველი შეუერთდება.
ესპანელი ჟურნალისტის ექტორ გომესის ცნობით, კლუბები უკვე სიტყვიერადაც შეთანხმდნენ და ღამურებს გიორგის მომავალი ტრანსფერიდან 10% ერგებათ.
Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ქართველმა მეკარემ ბორნმუთში იჯარის წესით თამაშზე უარი თქვა, ამიტომ ის ვალენსიაში დარჩება.
G
Gela gelashvili
კომენტარები