მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახალი სეზონის წინ ბარსელონამ ყოველწლიური ჟოან გამპერის თასის ფარგლებში მონაკოს უმასპინძლა.
კატალონიელები შეხვედრაში 0-3 განადგურდნენ. ანგარიში 50-ე წუთზე ლამინე კამარამ გახსნა, 57-ე წუთზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი ბრეელ ემბოლომ აიღო, 86-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში მავისა ელებიმ დააფიქსირა, რომელმაც ინიაკი პენიას გაუტანა.
ბარსელონამ 2012 წლის შემდეგ ჟოან გამპერის თასის მატჩი პირველად წააგო.
ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს 17 აგვისტოს ჩაატარებს. კატალონიელები მესტალიაზე ვალენსიას ესტუმრებიან.
მონაკო კი ასევე 17 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენს უმასპინძლებს.
g
content guranda
კომენტარები