მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე დინამო თბილისი დინამო ბათუმს ეწვია.
შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძლები მარიო ბალბურდიამ დააწინაურა და აჭარლებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
81-ე წუთზე დინამო თბილისის ახალწვეულმა და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ საბა ხარებაშვილის პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (1-1).
25 ტურის შემდეგ დინამო ბათუმს 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, დინამო თბილისი კი 28 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ეროვნულ ლიგას სათავეში 51-51 ქულით დილა გორი და ტორპედო ქუთაისი უდგანან, მე-3 ადგილზე კი იბერია 1999 არის 48 ქულით.
კომენტარები