მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, მილანის შემტევი რაფა ლეაუ გააკრიტიკა.
„დე კეტელარე ლეაუს 10-ჯერ ჯობია. მალდინიმ ვარსკვლავი მოიყვანა, მაგრამ კარდინალემ მას სამი სათამაშო წუთი მისცა. ეს ბიჭები მთვარიდან მოფრინდნენ და უნდათ რომ მმართველები იყვნენ. ფეხბურთში ასე არ მუშაობს, ეს ამერიკა არ არის.
არაკომპეტენტური ხალხი ლეაუს ფენომენად გვასაღებენ და დე კეტელარეს ანადგურებენ. ვენეციასთან მატჩში ლეაუმ 30 წუთში შედეგი გააკეთა და ამის გამო ისევ ვარსკვლავი და ფენომენი გახდა? არა, ის ისევ იგივე ფეხბურთელია - გადაფასებული.
პრობლემა იმაშია, რომ ატალანტელი ბელგიელი - კარგი ბიჭია, ამ დროს კი მეორე მღერის, მოდელად მუშაობს, კეპს უკუღმა ატარებს და დროთა განმავლობაში დარბის კიდეც, რასაც ფენომენად გვასაღებენ.
ლეაუს მილანში მეექვსე წელი აქვს. მისგან მცირე სტაბილურობა მხოლოდ 3-4 თვით, სკუდეტოს მომგებ სეზონში ვიხილე, დანარჩენი 5.5 წელი კი ის ისე თამაშობს, როორც დღეს. რატომ უნდა დავუძახო მას ან ვარსკვლავი, ან პოტენციური ვარსკვლავი, თუ მან შვიდი კარგი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ხუთი წელია ცუდად თამაშობს? ჩემთვის ეს გაუგებარია.
ის კიკინებს იხვევს, მღერის, მოდელობს, ასე რომ კარგი ფეხბურთელობა მისთვის არ არის. ის თავადაც დარწმუნებულია, რომ ფენომენია, რაც ასე არ არის." - აღნიშნა კასანომ.
კომენტარები