მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში ალავესს მოუგო.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი რეალმა ლუკას ვაკესის პირველივე წუთზე და მბაპეს მე-40-ზე გატანილი გოლებით 2:0 მოიგო.
48-ზე როდრიგომ სხვაობა სამამდე გაზარდა და თითქოს, მატჩში ყველანაირი ინტრიგა მოკლა.
თუმცა, ალავესმა 85 და 86-ე წუთებზე ორი გოლის გატანა შეძლო და თამაშში ინტრიგა დააბრუნა. მსაჯმა მატჩს ექვსი წუთიც დაამატა, თუმცა ამ მონაკვეთში სტუმრებმა ღირებული ვეღარაფერი შექმნეს.
რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და ლიდერ ბარსელონასთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, რომელიც თავის მატჩს უკვე დღეს, 25 სექტემბერს, ხეტაფეს წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები